დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი/სუბიექტები შეიძლება იყოს/იყვნენ:
ა) სახელმწიფო;
ბ) დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს;
გ) არასახელმწიფო სუბიექტი/სუბიექტები, თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებს (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს) არ შეუძლიათ ან არ სურთ ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვ