1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მოიპოვოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაფასებლად საჭირო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულებები.

2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულება, ისე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და დედნის სახით წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულება (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია.

4. საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ანდა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცი