სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე, ამ მიზნით საგანგებო რწმუნებულად სათანადოდ დანიშნულ პირს უფლება აქვს, იძულების გარეშე, მოიპოვოს მტკიცებულება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, თუ:
a) იმ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა კომპეტენტურმა ორგანომ, რომელშიც მტკიცებულების მოპოვება უნდა მოხდეს, ზოგადად ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნებართვა გასცა; და
b) ის აკმაყოფილებს კომპეტენტური ორგანოს მიერ ნებართვაში განსაზღვრულ პირობებს.
ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვება მისი წინასწარი ნებართვის გარეშე იყოს შესაძლებელი.