a) მას უფლება აქვს მოიპოვოს ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, სადაც ხდება მტკიცებულების მოპოვება ან არ მოდის წინააღმდეგობაში ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად გაცემულ ნებართვასთან; და ასევე უფლებამოსილია, დადგენილ ფარგლებში, პირს დაადებინოს ფიცი ან განახორციელოს ჩვენების უტყუარობის დამადასტურებელი სხვა პროცედურა.
b) პირს გამოცხადების და ჩვენების მიცემის მოთხოვნა ეგზავნება მტკიცებულების მოპოვების ადგილის ენაზე ან ამ ენაზე შესრულებულ თარგმანთან ერთად, თუ თხოვნის მიმღები პირი არ არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელშიც მიმდინარეობს სამართალწარმოება.
c) მოთხოვნის საშუალებით პირს ეცნობება მისი უფლების შესახებ, ჰყავდეს იურიდიული წარმომადგენელი, ხოლო იმ სახელმწიფოში, რომელსაც მე-18 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაცია არ გაუკეთებია, ასევე ეცნობება პირს მისი უფლების შესახებ, რომ მას არავინ აიძულებს გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება;
d) მტკიცებულების მოპოვება ხდება იმ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რომელიც გამოიყენება იმ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, თუ ეს არ არის აკრძალული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ხდება მტკიცებულების მოპოვება;
e) პირს, რომელსაც მოეთხოვება ჩვენების მიცემა, უფლება აქვს, გამოიყენოს მე-11 მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტი ან ჩვენების არმიცემის მის მიერ აღებული ვალდებულებ