1. ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულებები, ხელშეკრულებებიდან და სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების გარდა, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რომელმაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები.
2. თუ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული არიან ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, გამოიყენება აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ნახსენებ საქმეებზე კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, ვის ტერიტორიაზეც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რამაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. დაზარალებულს ასევე შეუძლია სარჩელი წარადგინოს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოშიც, სადაც საცხოვრებელი ადგილი აქვს მოპასუხე