1. შვილად აყვანა ან მისი გაუქმება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის შვილად ამყვანი, შვილად აყვანის ან მისი გაუქმების შესახებ განაცხადის შეტანის მომენტისათვის.

2. თუ ბავშვი არის სხვა ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, მისი შვილად აყვანისას ან გაუქმებისას აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს თანხმობა და ასევე ბავშვის თანხმობაც, თუ ამას მოითხოვს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის იგი.

3. თუ ბავშვი შვილად აჰყავთ მუღლეებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, შვილად აყვანა ან მისი გაუქმება უნდა მოხდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4. შვილად აყვანის ან მისი გაუქმების შესახებ საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის მოქალაქეც შვილად ამყვანი არის შვილად აყვანის ან გაუქმების შესახებ განაცხადების შეტანისას, ხოლო წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც მეუღლეებს აქვთ ან ჰქონდათ უკანასკნელი საერთო საცხოვრებელი ან ადგილსამყოფელი.

ნაწილი IV. ქონებრივი სამართალურთიერთობე