1. შვილად აყვანა, შვილად აყვანის გაუქმება და შვილად აყვანის ბათილად ცნობა რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და შვილად აყვანის ბათილად ცნობის მომენტში.
2. შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმეებზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებანი, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და შვილად აყვანის ბათილად ცნობის მომენტში. თუ მშვილებელს ან ნაშვილებს საცხოვრებელი ადგილი აქვთ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ ასევე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებებ