1. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება ან გაუქმება ხდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის პირი, რომლის მიმართაც უნდა დაწესდეს ან გაუქმდეს მეურვეობა ან მზრუნველობა.

2. სამართალურთიერთობა მეურვეს ან მზრუნველს და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის დაწესებულებამაც დანიშნა მეურვე ან მზრუნველი.

3. მეურვეობის ან მზრუნველობის მიღების ვალდებულება განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მეურვედ ან მზრუნველად დანიშნული პირი.

4. მეურვეობის ან მზრნველობის დაწესების ან გაუქმების საქმეებზე გადაწყვეტილება გამოაქვს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის პირი, ვის მიმართაც უნდა დაწესდეს მეურვეობა ან მზრუნველობა, თუ აღნიშნული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე საჭიროა დაწესდეს მეურვეობა ან მზრუნველობა ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის იმ მოქალაქის მიმართ, რომლის საცხოვრებელი ადგილი, ადგილსამყოფელი ან ქონება იმყოფება ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე, ამ მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკოსულო დაწესებულებას.

6. გადაუდებელ შემთხვევებში კომპეტენტური დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს დროებითი ხასიათის აუცილებელ ზომებს, მაგრამ მან ამ მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. დროებითი ზომები ძალაში რჩება მანამ, სანამ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კომპეტენტური დაწესებულება არ გამოიტანს სხვა გალდაწყვეტილებას.

7. ამ მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად კომპეტენტურ დაწესებულებას შეუძლია მეურვეობა ან მზრუნველობა გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დაწესებულებას, თუ მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი არის ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე.

მეურვეობის ან მზრუნველობის გადაცემა ძალაში შედის მაშინ, როდესაც შემსრულებელი დაწესებულება მეურვეობას ან მზრუნველობას თავის თავზე აიღებს და ამის შესახებ აცნობებს შემკითხველ დაწესებულებას. დაწესებულებას, რომელმაც მიიღო დროებითი ზომები, უნდა ეცნობოს ამის შესახებ.

8. ამ მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად მეურვეობის ან მზრუნველობის მიმღები დაწესებულება მეურვეობას ან მზრუნველობას ახორციელებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მას უფლება არა აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რაც მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის პირად სტატუსს ეხება.

5.  სამემკვიდრეო საქმეე