1. მამობის დადგენის და სადაოდ გახდომის და მოცემული ქორწინებიდან ბავშვის დაბადების დადგენის საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეცაა ბავშვი დაბადებით.
2. მამობის დადგენის ფორმისათვის საკმარისია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობის დაცვა, რომლის ტენრიტორიაზეც მოხდა მამობის დადგენა.
3. მშობლებისა და შვილების სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი ადგილი.
4. თუ მშობლების ან ერთ–ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი არის ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ მათ შორის სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი.
5. მშობლებსა და შვილებს შორის სამართალურთიერთობათა საქმეებზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებანი, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება ამ მუხლის 1–ლი, მე–3 და მე–4 პუნქტების თანახმად.
6. სრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის დაკისრების საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც პირს, რომელიც ითხოვს ალიმენტს, გააჩნია საცხოვრებელი ადგილ