1. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი ადგილი.
2. თუ ერთ–ერთი მეუღლე ცხოვრობს ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე და ორივე მეუღლეს ერთი და იგივე მოქალაქეობა გააჩნია, მაშინ მათი პირადი და ქონებრივი სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.
3. თუ ერთ–ერთი მეუღლე ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე და ერთი მათგანი ცხოვრობს ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის, ხოლო, მეორე, მეორე მხარის ტერიტორიაზე მაშინ მათი პირადი და ქონებრივი სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ ჰქონდათ უკანასკნელი საერთო საცხოვრებელი ადგილი.
4. თუ ამ მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულ მეუღლეებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე არ გააჩნდათ საერთო საცხოვრებელი ადგილი, გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის სასაართლოშიც იქნა წარდგენილი სარჩელ