1. 34-ე მუხლის შესაბამისად კომპეტენტურ დაწესებულებას შეუძლია მეურვეობა ან მზრუნველობა გადასცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებას იმ შემთხვევაში, თუ მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აქვს საცხოვრებელი, ადგილსამყოფელი ან/და ქონება. მეურვეობისა და მზრუნველობის გადაცემა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც თხოვნის მიმღები დაწესებულება თავის თავზე აიღებს მეურვეობას ან მზრუნველობას და აღნიშნული შესახებ შეტყობინებს თხოვნის გამგზავნ დაწესებულებას.
2. დაწესებულება, რომელიც წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღებს მეურვეობას ან მზრუნველობას, აღნიშნულ ფუნქციებს ახორციელებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისა