1. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება უძრავი ქონება. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ქონება ითვლება უძრავ ქონებად, გადაწყდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ქონება.
2. საკუთრების უფლება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში შეტანას, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო.
3. ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ნივთიერი უფლების აღმოცენება და შეწყვეტა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ქონება იმყოფებოდა იმ მომენტში, როდესაც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რაც გახდა ამგვარი უფლების აღმოცენების ან შეწყვეტის საფუძველი.
4. ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ნივთიერი უფლების აღმოცენება და შეწყვეტა, რაც წარმოადგენს გარიგების საგანს, განისაზღვრება გარიგების ადგილმდებარეობის კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ