1. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება ან გაუქმება წარმოებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის პირი, ვის მიმართაც წესდება ან უქმდება მეურვეობა თუ მზრუნველობა.

2. მეურვეს ან მზრუნველსა და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის დაწესებულებამაც დანიშნა მეურვე ან მზრუნველი.

3. მეურვეობის ან მზრუნველობის მიღების ვალდებულებას აწესებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის მეურვედ ან მზრუნველად დანიშნული პირი.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის მეურვედ ან მზრუნველად შეიძლება დაინიშნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, თუ იგი ცხოვრობს იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა მეურვეობა ან მზრუნველობ