1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის იმ მოქალაქის ინტერესებისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის თაობაზე ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, რომლის საცხოვრებელი, ადგილსამყოფელი ან ქონება იმყოფება სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება დაუყოვნებლივ შეატყობინებს 34-ე მუხლის მიხედვით კომპეტენტურად განსაზღვრულ დაწესებულებას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნება დაუშვებელია, მეორე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებას, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია თავადვე მიიღოს აუცილებელი დროებითი ზომები. ამასთან, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაწესებულებას, რომელიც 34-ე მუხლის თანახმად არის კომპეტენტური. აღნიშნული ზომები ძალაშია 34-ე მუხლში აღნიშნული დაწესებულების მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდ