1. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა საქართველოში მისი გამგზავრების შემდეგ ხორციელდება, უნდა არსებობდეს ამის შესახებ შეთანხმება ცენტრალურ ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის.
2. თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება, შვილად აყვანის საქმეს საქართველოს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად განიხილავს.
3. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრალური ორგანო მშვილებლებზე (მშვილებელზე) გასცემს საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის (სერტიფიკატის) დედანს, ხოლო ასლს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საქართველოში გამგზავრების შემდეგ 1. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა საქართველოში მისი გამგზავრების შემდეგ ხორციელდება, უნდა არსებობდეს ამის შესახებ შეთანხმება ცენტრალურ ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის. 2. თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება, შვილად აყვანის საქმეს საქართველოს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად განიხილავს. 3. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრალური ორგანო მშვილებლებზე (მშვილებელზე) გასცემს საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის (სერტიფიკატის) დედანს, ხოლო ასლს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის .