1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მშვილებლებად (მშვილებლად) აღრიცხვის შესახებ ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ცენტრალური ორგანო რეესტრში აღრიცხავს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს (პირს), რომლებსაც (რომელსაც) სურთ (სურს) შვილად აიყვანონ (აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი.

3. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მშვილებლებად (მშვილებლად) აღრიცხვაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. ცენტრალური ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანო