1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) რეესტრში აღრიცხვის შემდეგ ცენტრალური ორგანო ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) თავსებადობის მიზნით შეარჩევს მშვილებლებს (მშვილებელს) და გასაშვილებელ ბავშვს;
ბ) მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) სასურველი ბავშვის გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს ბავშვის შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გასაშვილებელი ბავშვის ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, ოჯახის ისტორიის, ბავშვის და მისი ოჯახის სამედიცინო ისტორიის, ბავშვის განსხვავებული საჭიროებების (მათი არსებობის შემთხვევაში) და მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვის შესახებ ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრალური ორგან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) შეთავაზებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებები 1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) რეესტრში აღრიცხვის შემდეგ ცენტრალური ორგანო ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) თავსებადობის მიზნით შეარჩევს მშვილებლებს (მშვილებელს) და გასაშვილებელ ბავშვს; ბ) მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) სასურველი ბავშვის გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს ბავშვის შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გასაშვილებელი ბავშვის ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, ოჯახის ისტორიის, ბავშვის და მისი ოჯახის სამედიცინო ისტორიის, ბავშვის განსხვავებული საჭიროებების (მათი არსებობის შემთხვევაში) და მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვის შესახებ ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრალური ორგანო .