1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის (კერძოდ, დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაციის) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო ამზადებს დასკვნას საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ.
2. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:
ა) მშვილებლების (მშვილებლის) შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პასპორტის ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი), სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გაცემა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას);
გ) გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის შესახებ ინფორმაცია;
დ) გასაშვილებელი ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის შესახებ ინფორმაცია;
ე) ცენტრალურ ორგანოსა და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაცვლილი ინფორმაცია შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ;
ვ) გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის და მიმღებ სახელმწიფოში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაცია;
ზ) გარემოებები, რომელთა გამოც გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები (მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა.
3. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა 1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის (კერძოდ, დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაციის) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო ამზადებს დასკვნას საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ. 2. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: ა) მშვილებლების (მშვილებლის) შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პასპორტის ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი), სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია; ბ) გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გაცემა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას); გ) გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის შესახებ ინფორმაცია; დ) გასაშვილებელი ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის შესახებ ინფორმაცია; ე) ცენტრალურ ორგანოსა და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაცვლილი ინფორმაცია შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ; ვ) გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის და მიმღებ სახელმწიფოში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაცია; ზ) გარემოებები, რომელთა გამოც გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები (მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა. 3. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს .