1. გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის დადგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს:

ა) წარუდგენს გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშს;

ბ) აწვდის მის მიერ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ ამ ინფორმაციის გაცემა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) აწვდის ინფორმაციას მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების საფუძვლის შესახებ.

2. აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები სხვა მშვილებლებისთვის (მშვილებლისთვის) შეთავაზება, ვიდრე ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან ამ კანონით დადგენილ ვადაში არ მიიღებს პასუხს შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების (მშვილებლის) პოზიციის შესახე