1. თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირები (პირი) აკმაყოფილებენ (აკმაყოფილებს) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მზად არიან (არის) ბავშვის შვილად აყვანისთვის, იგი ცენტრალურ ორგანოს უგზავნის ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, კანონთან კონფლიქტის არსებობის/არარსებობის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის შვილად აყვანისთვის საჭირო უნარების და სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მახასიათებლების (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სქესი, რელიგიური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება) შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს უნდა დაერთოს:
ა) შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლები;
ბ) შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) შესაბამის უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) რეგისტრირებული ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლების მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში; განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლების (მშვილებლის) განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლის მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მატერიალური/ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების/ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ დოკუმენტი;
ზ) ნასამართლობის შესახებ დოკუმენტი; თუ მშვილებლების (მშვილებლის) ოჯახში სხვა პირები ცხოვრობენ – მათი ნასამართლობის შესახებ დოკუმენტები. შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს წარმოშობის სახელმწიფოში დადგენილი წესით;
თ) კომპეტენტური ორგანოს რეკომენდაცია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ;
ი) შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი გავლის შესახებ ანგარიშში მითითებული არ არის).
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს (პირს) სურთ (სურს) შვილად აიყვანონ (აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი, რომელიც მათი (მისი) ნათესავია, ცენტრალური ორგანოსთვის გაგზავნილ ანგარიშს უნდა დაერთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) შესახებ ანგარიში 1. თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირები (პირი) აკმაყოფილებენ (აკმაყოფილებს) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მზად არიან (არის) ბავშვის შვილად აყვანისთვის, იგი ცენტრალურ ორგანოს უგზავნის ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, კანონთან კონფლიქტის არსებობის/არარსებობის, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის შვილად აყვანისთვის საჭირო უნარების და სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მახასიათებლების (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სქესი, რელიგიური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება) შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს უნდა დაერთოს: ა) შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლები; ბ) შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) შესაბამის უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) რეგისტრირებული ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლების მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში; განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლების (მშვილებლის) განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი – მშვილებლის მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მატერიალური/ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების/ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ დოკუმენტი; ზ) ნასამართლობის შესახებ დოკუმენტი; თუ მშვილებლების (მშვილებლის) ოჯახში სხვა პირები ცხოვრობენ – მათი ნასამართლობის შესახებ დოკუმენტები. შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს წარმოშობის სახელმწიფოში დადგენილი წესით; თ) კომპეტენტური ორგანოს რეკომენდაცია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ; ი) შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი გავლის შესახებ ანგარიშში მითითებული არ არის). 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს (პირს) სურთ (სურს) შვილად აიყვანონ (აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი, რომელიც მათი (მისი) ნათესავია, ცენტრალური ორგანოსთვის გაგზავნილ ანგარიშს უნდა დაერთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი .