1. ცენტრალური ორგანო ადგენს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები იმ მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობას, რომელთა (რომლის) თვისებები და უნარ-ჩვევები საუკეთესოდ უპასუხებს ამ ბავშვის საჭიროებებს.
2. გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობას ადგენს შვილად აყვანის კომისია.
3. გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის დადგენისას შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში მიიღება ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კუთვნილება.
4. შვილად აყვანის კომისია იღებს გადაწყვეტილებას გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის შესახებ.
5. აკრძალულია მშვილებლების (მშვილებლის) რაიმე ფორმით მონაწილეობა გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის დადგენაში ან გასაშვილებელი ბავშვის შერჩევაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის დადგენა 1. ცენტრალური ორგანო ადგენს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები იმ მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობას, რომელთა (რომლის) თვისებები და უნარ-ჩვევები საუკეთესოდ უპასუხებს ამ ბავშვის საჭიროებებს. 2. გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობას ადგენს შვილად აყვანის კომისია. 3. გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის დადგენისას შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში მიიღება ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კუთვნილება. 4. შვილად აყვანის კომისია იღებს გადაწყვეტილებას გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის შესახებ. 5. აკრძალულია მშვილებლების (მშვილებლის) რაიმე ფორმით მონაწილეობა გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების (მშვილებლის) თავსებადობის დადგენაში ან გასაშვილებელი ბავშვის შერჩევაში .