მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ
თავი VI — განქორწინების რეგისტრაცია
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
2. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი თითოეული მეუღლის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი ან მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება.
4. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018
მთავარი მონაცემები
ვადა5 სამუშაო დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ 1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. 2. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა. 3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი თითოეული მეუღლის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი ან მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება. 4. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
…მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის…
…ინტერესების დაცვა ევალება ორივე მშობელს, მიუხედავად მათი ქორწინება იქნება თუ არა რეგისტრირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5…
…ქორწინებაში ყოფნის ნებაყოფლობით პრინციპს. შესაბამისად, თე------------–--ასა და გიორგი გუ-----–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს. 6.5. სასამართლო მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის, 58-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო…
…დეკლარაციის’’ მე-16 მუხლი; - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლი; - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები; -,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის, 58-ე, 55-ე, 61-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება…
…დეკლარაციის’’ მე-16 მუხლი; - სამოქალაქო და პოლიტი-ური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლი; - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები; -,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის, 58-ე, 55-ე, 61-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება…
მუხლი 27. განქორწინება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ