გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 101210018002374910
N2/70-2018 წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 აგვისტო 2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში
დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი: თამარ წერეთელი
მოსარჩელე - ი-------------ე ( არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი: გ------------------ე
მოპასუხე - თ------------ე
წარმომადგენელი: მ----------------ე
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-------------ესა (პირადი №5---------9) და თ------------ეს (პირადი №5---------2) შორის 2007 წლის 06 მარტს (სააქტო ჩანაწერი №0------) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით;
მოსარჩელე ი-------------ემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე - 2007 წლის 06 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - გიორგი კაპანაძე (დაბადებული 2007 წლის 04 აპრილს)თ-------------ე (დაბადებული 20---–-–---------–--ს); ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე კარგა ხანია დაშორდნენ ერთმანეთს და მათი ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებს ნებაყოფლობით ქორწინების შეწყვეტაზე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ი-------------ის წარმომადგენელმა გ------------------ემ სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა და მოითხოვა დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ------------ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მათ ყავთ არასრულწლოვანი შვილები და მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინებაზე ყოველგვარი ვადის დანიშვნის გარეშე მოულოდნელია მისთვის და ვერ დაეთანხმება, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ მამა და გაუჭირდებათ უიმისოდ; ბავშვები საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე წინააღმდეგია განქორწინების და მოითხოვა შერიგების ვადის მიცემა მაქსიმალური დროით; რადგან განქორწინების შემდეგ მოსარჩელე მოითხოვს მათი საცხოვრებელი ბინის დატოვებას, მას კი სხვა არანაირი საცხოვრებელი პირობები არ გააჩნია; ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს ოჯახი, რათა შვილებს არ მიაყენოს მშობლების ცალცალკე ცხოვრებით გამოწვეული ტკივილი;;
მხარეებს სამოქალაქო კოდექსის 1127 მუხლის თანახმად მიეცათ სამთვიანი ვადა შესარიგებლად
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სცნო და განმარტა, რომ მორიგებისათვის განკუთვნილი დრო უშედეგოდ დამთავრდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი-------------ე და თ------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 06 მარტიდან ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;
2.მოსარჩელის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.მოპასუხის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
4.ქორწინების მოწმობა №6---------1 (სააქტო ჩანაწერი №0------) გაცემული განმეორებით 2018 წლის 20 მარტს სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.
3.2. ი-------------ეს და თ------------ეს თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ორი შვილი - გიორგი კაპანაძე (დაბადებული 2007 წლის 04 აპრილს)თ-------------ე (დაბადებული 20---–-–---------–--ს);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;
2.მოსარჩელის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.მოპასუხის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
4. დაბადების მოწმობები
3.3. ი-------------ე და თ------------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ,მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. მოსარჩელის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
2.მოპასუხის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;
4. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე
5.შესარიგებლად მიცემული სამთვიანი ვადის უშედეგოდ გასვლა;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
რამდენადაც მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს სარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი-------------ესა და თეა სამხარაძეს შორის მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მხარეებს არ სურთ ოჯახური თანაცხოვრება, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს და რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №0------ უნდა შეწყდეს განქორწინებით. საგულისხმოა რომ მოპასუხე მხარემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რაც მხარის უფლებაა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლი );
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს ..გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მეუღლეთა (მხარეთა) შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მათი ქორწინებაში დატოვება დაარღვევდა მეუღლეთა ქორწინებაში ყოფნის ნებაყოფლობით პრინციპს; სამართლებრივად ვერ იქნებოდა გამართლებული მხარეებზე სასამართლოს მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრა შესარიგებლად;
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თ------------ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი სცნო, რის გამოც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი (50 ლარი) სახელმწიფო ბაჟის ნახევარი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-------------ის (პირადი №5---------9) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ი-------------ესა (პირადი №5---------9) და თ------------ეს (პირადი №5---------2) შორის 2007 წლის 06 მარტს (სააქტო ჩანაწერი №0------) სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №6---------1, განმეორებით გაცემის თარიღი 2018 წლის 20 მარტი) შეწყდეს განქორწინებით;
2. თ------------ეს (პირადი №5---------2) დაეკისროს მოსარჩელე ი-------------ის (პირადი №5---------9) სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი);
3. ი-------------ეს (პირადი №5---------9) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ნახევარი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. (საგადახდო დავალება №12; გადახდის თარიღი 28.03.2018წ; გადამხდელის ბანკი სს ”საქართველოს ბანკი”; ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22; გადამხდელის დასახელება: ი-------------ე (პირადი №5---------9), გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი ი-------------ის სარჩელზე;
3. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიულ სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს (ჭიათურა, გ. თხელიძის ქ№41) მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე