მუხლი 1127. განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ
1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
5. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2635 – ვებგვერდი, 06.07.2018
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1127. განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად. 5. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(339)
საქმე №ას-1031-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ყ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. 5.2 კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,,სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს…
საქმე №ას-1335-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2025
…როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით ( სსკ-ის 1123-ე მუხლი). 8.2. სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს…
საქმე №ას-74-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2025
…- პატიმრობა, რომელიც შემდგომში შეიცვალა გირაოთი. 1.4. მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია და ოჯახის აღდგენა სურს. 1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება…
საქმე №ას-1485-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
…აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესს განქორწინება წარმოადგენდა; დავის არსის მოკლე მიმოხილვის გრაფაში მითითებული იყო მხარეებს შორის პრობლემის არსებობის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1122-ე და 1127-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. 8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული…
საქმე №ას-730-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
…ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო. 16. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა…
საქმე №ას-516-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2024
საქმე №ას-10-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024