მუხლი 1109. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ნიშნობა
1. დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას.
2. ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი.
3. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ას-1259-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2023
…ადასტურებდა, რომ ხსენებული ნივთები ნიშნობის საჩუქარია, რის გამოც, ვლინდებოდა მათი ო.ნ–ვისათვის დაბრუნების საფუძველი. 7.14. როგორც უკვე აღინიშნა, ოქროს ბეჭდის მიღების ფაქტი ე.გ–ვამ დაადასტურა. რადგან მხარეები არ დაქორწინდნენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას ო.ნ–ვისათვის ბეჭდის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა. ამ ვალდებულების შეწყვეტის, ე.ი. ბეჭდის…
საქმე №ას-1465-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2023
…მდგომარეობას), 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), სსკ-ის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილს (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უკან უბრუნდებათ) მუხლები. 7. საკასაციო პალატა, სადავო…
საქმე №ას-67-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
…- ე.წ. მზითევის შესაძენად ნიშნობის წინ, როდესაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ მხარეები შეიძლება არ დაინიშნონ, ან არ დაქორწინდნენ. მითუმეტეს, როდესაც არაფერი არ უშლით ხელს, რომ ეს მოქმედება განახორციელონ დაქორწინების შემდეგ. 16.6. სსკ-ის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნიშნობისას გადაცემული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნდეს. მოცემულ შემთხვევაში იმის თქმა, რომ…
საქმე №ას-205-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2019
…2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 21 005 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე, 1106-ე და 1109-ე მუხლები გამოიყენა. 8. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. 9.…
საქმე №ას-116-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2019
…კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. 14. სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ) დადგენილი წესების…
საქმე №ას-1251-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019