1. მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი. ამასთანავე, მას შეუძლია განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.

2. განქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ განქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება და განქორწინებისას მეუღლის/მეუღლეთა მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.

საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018