1. ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ.
2. როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…საქმესთან მიმართებით საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.4 მუხლზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 10.ა, მე-12, 45-ე, 47.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები და ქორწინება რეგისტრირებულია ირანის ისლამური…
…ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთნებოდა; ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ. როდესაც უცხო…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 28. ქორწინების შეწყვეტა— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლი 28. ქორწინების ბათილად ცნობა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლი 25. ქორწინება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ