გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/2-683 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2-19 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - თე---ა ად---–---–ი
წარმომადგენელი ცი–-------–--–--ე
მოპასუხე - თე----- წო–---–-–---–ი
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თე---ა ად---–---–ს და თე----- წო–---–-–---–ს შორის 2--- წლის 2------------–- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა - ქორწინება რეგისტრირებული 2--- წლის 2------------–-; რეგისტრაციის ადგილი სა--------------------ი, ქორწინების ხელახალი რეგისტრაციის აქტის (რეგისტრაციის თარიღი 2--- წლის 0- ივლისი) ჩანაწერის N0---------- გაუქმება;
თე---ა ად---–---–ი და თე----- წო–---–-–---–ი ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 2------------–-. მათი ქორწინება რეგისტრირებულია სა----------ში, ქ. კაე-–ი. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0--------–- შეეძინათ საერთო შვილი, კა-------ა წო–---–-–---–ი. მოპასუხე თე----- წო–---–-–---–მა მიატოვა ოჯახი და დაბრუნდა საქართველოში. მოსარჩელე მხარე ამჟამად ცხოვრობს სა----------ში. მოპასუხეს არ აქვს არანაირ კონტაქტი არც მოსარჩელესთან და არასრულწლოვან შვილთან. მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება და მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. მოპასუხე იმყოფება საქართველოში და არ აქცევს ყურადღებას მოსარჩელეს და არასრულწლოვან შვილს.
(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თე----- წო–---–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 2-1-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თე---ა ად---–---–ს და მოპასუხე თე----- წო–---–-–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2--- წლის 2------------–-, სა----------ში, ქ. კაე-–ი. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0--------–- შეეძინათ შვილი კა-------ა წო–---–-–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სა----------ის რესპუბლიკაში, ქალაქ კაე-–ი გაცემული ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 23);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15);
3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2--- წლის 2-----------ნ. თე----- წო–---–-–---–მა დატოვა ოჯახი და მითითებული პერიოდიდან, მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა. მოსარჩელე თე---ა ად---–---–ი ამჟამად ცხოვრობს სა----------ში, ქალაქი კო-–------–------–-----------–----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე თე----- წო–---–-–---–მა დატოვა სა----------ის სახელმწიფო და დაბრუნდა საქართველოში. მოპასუხის კონკრეტული ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. თე----- წო–---–-–---–ის მშობლებს წარმოადგენენ კო----------ე წო–---–-–---–ი და ეკა-------ე ბედოშვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N186 (ს.ფ. 29);
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2--- წლის 0-----–--- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სრ სამსახურს მიმართა თე----- წო–---–-–---–მა და მოითხოვა მის მიმართ 2--- წლის 2------------–- სა----------ში, ქ. კაე-–ი რეგისტრირებული ქორწინების მოწმობის ხელახალი რეგისტრაცია. სააგენტოს თბილისის სრ სამსახურის მიერ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე და 85-ე მუხლების თანახმად, 2--- წლის 0- ივლისს განხორციელდა ქორწინების აქტის ხელახალი რეგისტრაცია (აქტის N0----------). აღნიშნულ აქტის ჩანაწერში დაქორწინების თარიღი მითითებულია 2--- წლის 2------------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ 0--1--2--- წელს გაცემული ცნობა N01-------, ქორწინების აქტის ჩანაწერი, აქტის ნომერი N0---------- (ს.ფ. 50, 56-57);
_სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2-.1--2--- წელს გაცემული ცნობა N0--------- ქორწინების აქტის ჩანაწერი, აქტის ნომერი N0---------- (ს.ფ. 59-61).
3.2.2. თე---ა ად---–---–ის და თე----- წო–---–-–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე თე---ა ად---–---–ს და მოპასუხე თე----- წო–---–-–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2--- წლის 2------------–-, სა----------ში, ქ. კაე-–ი. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0--------–- შეეძინათ შვილი კა-------ა წო–---–-–---–ი.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2--- წლის 2-----------ნ. თე----- წო–---–-–---–მა დატოვა ოჯახი და მითითებული პერიოდიდან, მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა. მოსარჩელე თე---ა ად---–---–ი ამჟამად ცხოვრობს სა----------ში, ქალაქი კო-–------–------–-----------–----------------. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე თე----- წო–---–-–---–მა დატოვა სა----------ის სახელმწიფო და დაბრუნდა საქართველოში. მოპასუხის კონკრეტული ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის.
მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. მისი პოზიცია დავის საგანთან დაკავშირებით, ცნობილი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2--- წლის 0-----–--- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სრ სამსახურს მიმართა თე----- წო–---–-–---–მა და მოითხოვა მის მიმართ 2--- წლის 2------------–- სა----------ში, ქ. კაე-–ი რეგისტრირებული ქორწინების მოწმობის ხელახალი რეგისტრაცია. სააგენტოს თბილისის სრ სამსახურის მიერ, 2--- წლის 0- ივლისს განხორციელდა ქორწინების აქტის ხელახალი რეგისტრაცია (აქტის N0----------). აღნიშნულ აქტის ჩანაწერში დაქორწინების თარიღი მითითებულია 2--- წლის 2------------–-.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახლა რეგისტრაციას ახორციელებს, თუ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.
ამავე კანონის 85-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია - ნებისმიერი პირის მოთხოვნით. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს: ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთნებოდა; ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ. როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით, განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
დადგენილია, რომ მხარეები 2--- წლის ივნისის თვის შემდეგ ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. მოსარჩელე მხარე გამოთქვამს სურვილს შეწყდეს მოპასუხე თე----- წო–---–-–---–თან სა----------ში რეგისტრირებული (2--0--2--- წელი) ქორწინება და გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2--- წლის 0- ივლისს რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის პოზიცია ცნობილი არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე თე----- წო–---–-–---–თან ოჯახის შენარჩუნებისა. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ქორწინება და ოჯახური (ცოლ-ქმრის) თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს.
სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს ორმხრივი ნება თე---ა ად---–---–სა და თე----- წო–---–-–---–ს შორის ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, მოპასუხე თე----- წო–---–-–---–ს მოსარჩელე თე---ა ად---–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ 2--- წლის 1-----–--- სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თე---ა ად---–---–ის (პირადი N6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
შეწყდეს ქორწინება თე---ა ად---–---–ს (პირადი N6----------) და თე----- წო–---–-–---–ს (პირადი N0----------) შორის - ქორწინება რეგისტრირებული 2--- წლის 2------------–-; რეგისტრაციის ადგილი სა--------------------ი; გაუქმდეს ქორწინების ხელახალი რეგისტრაცია განხორციელებული 2--- წლის 0- ივლისს / აქტის ჩანაწერი N0----------;
2. დაეკისროს თე----- წო–---–-–---–ს (პირადი N0----------) მოსარჩელე თე---ა ად---–---–ის (პირადი N6----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ 2--- წლის 1-----–--- სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე