1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის დამატებითი საფუძვლები.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
თავი XI. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6301
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 85. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია 1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით. 2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის დამატებითი საფუძვლები. თავი XI. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა