თავი IX — სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები;
ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია;
გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
ვ) გვარის დადგენა;
ვ1) გვარის კანონიერად აღიარება;
ზ) (ამოღებულია - 17.09.2024, №4442);
თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ;
ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია;
კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 17.09.2024 კანონი №4442
- 27.06.2018 კანონი №2636
- 04.05.2017 კანონი №749
- 25.05.2012 კანონი №6301
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მშვილებლის მოთხოვნით უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები; ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია; გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში; დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში; ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია; ვ) გვარის დადგენა; ზვ1) სქესის შეცგვლა – თუ სქესრის შეცვლკასთანონიერად აკავშღიარებით პირს სურს სახ; ზ) (ამოღებულის ან/და გვარის შეცვლა - 17.09.2024, №4442); თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ; ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია; კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.