მუხლი 76. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
თავი IX — სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2011).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №ბს-1333(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
…სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში…
…შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის…
საქმე №ბს-390(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
…აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის…
საქმე №ბს-798(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და…
…შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის…