გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
020310018002539461
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310018002539461 (3/127-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.09.2--- ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასა----თლო

მოსა----თლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე თ---------------

წარმომადგენელი და----------------ა

მოპასუხე სა------–----------------------------------------ო,მოპასუხე თ---–-------------–---------------------------ი

წარმომადგენელი ირ--------ა

მოპასუხე წა-–-----------------–---------------------------ი

დავის საგანი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილობა, ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესწორების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ---–-------------–---------------------------ის 10.04.2--- წ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 14.05.2--- წ გადაწყვეტილების ბათილობა.

 

1.3. წალენჯიხის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული თ---------------ის ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესწორება, კერძოდ შესწორდეს საცოლის სახელი ტა----ა, გვარი ქორწინების შემდეგ რუ---ხ, და დაემატოს ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 23.06.1---წ.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მისი ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 23.06.1--- წ წალ-----------------------------–-–ი, რომელიც იმ პერიოდისთვის მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი სოფლის ტერიტორიაზე ასრულებდა მმაჩის განყოფილების ფუნქციას და რეგისტრაციისას დაშვებულია რამდენიმე უზუსტობა. არასწორად დაფიქსირდა მისი სახელი თ-----ი ტა----ას ნაცვლად, სავარაუდოდ მისი რუსულენოვანი სახელის ქართული შესატყვისის არსებობის გამო, საერთოდ არ არის მითითებული ქორწინების რეგისტრაციის თარიღი, მითითებულია რომ მოსარჩელემ შეიცვალა გვარი, რაც არ შეესაბამება რეალობას.

 

მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და ქორწინების რეგისტრაციის თარიღის დასადგენად მან სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგინა მისი ქორწინების მოწმობა (ასლი) შესრულებული რუსულ ენაზე ქართული თარგმანით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელე თ--------------- დაბადებული 20.09.1946 წ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტში 4- 0-------2 არის ჩანაწერი მისი ოჯახური მდგომარეობის (ქორწინების) შესახებ, რომლითაც იგი რეგისტრირებულია ვა-–---------–--------–--------ან დაბ. 1944 წ, ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს სსრ ჭა-–-----------–ო საბჭოში 23.06.1--- წ.

 

აღნიშნული ჩანაწერი ეფუძნება მოსარჩელესთან არსებულ ქორწინების მოწმობას, რომლის ბლანკი ორენოვანია (ქართულ–რუსული) თუმცა მასში ჩანაწერი შესრულებულია მხოლოდ რუსულ ენაზე. ამ ჩანაწერებით დადგენილია, რომ ტა--------------მა დაბ. 1946 წ და ვა-–-----–-----კმა იქორწინეს 23.06.1--- წ და ქორწინების შემდეგ მიენიჭათ გვარები ქმარს შას----, ცოლს რუ---ხ. ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს სსრ წალ----------------ის სოფ. ჭა-–-----------–ო საბჭოში.

 

სა------–----------------------------------------ოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით წალ----------------ის სოფ. ჭ--–------ჭოს მიერ რეგისტრირებულია ქორწინების აქტის ჩანაწერი #9, რომელიც შევსებულია ქართულ ენაზე და შეიცავს მოსარჩელის ქორწინების რეგისტრაციის მონაცემებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ცდომილობებით. კერძოდ, აღნიშნულ ჩანაწერში საერთოდ არ არის მითითებული აქტის შედგენის (ქორწინების რეგისტრაციის) თარიღი, არასწორი სახელით (ნამდვილისქართული შესატყვისით) არის მითითებული მოსარჩელე და აღნიშნულია რომ მოსარჩელემ შეიცვალა გვარი. სააქტო ჩანაწერში მითითებულია რეგისტრაციისას გამოყენებული სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის ნომერი, რომლის ასლი ინახება მოსარჩელესთან, მასში შეტანილია მისი ქორწინების და განქორწინების, ასევე წა-–--------------------------–----–-–ი რეგისტრირებული ქორწინების შესახებ.

 

წალ----------------ის სოფ. ჭა-–-----------–ო საბჭოში (რომელიც შესაბამის სოფელში ახორციელებდა მმაჩის განყოფილების უფლებამოსილებას) რეგისტრირებული ქორწინების #9 სააქტო ჩანაწერის პირველი ეგზემპლიარი დაცულია არქივში. აქტის მეორე ეგზემპლიარი არ იძებნება.

 

ვა-–-----–-----კის და ტა--------------ის ქორწინება დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც, მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა საოჯახო ფოტოსურათები სადაც მოსარჩელე მეუღლესთან და შვილთან ერთად არის გადაღებული.

 

წარმოდგენილია მოსარჩელის შვილის ილ-----–-----კის დაბადების მოწმობა, სადაც მისი მშობლები მითითებული არიან მამა – ვა-–-----–-----კ, დედა – ტა--------------. ილ-----–-----კი დაბადებულია 25.02.1--- წ, მისი დაბადების მოწმობა გაცემულია 10.03.1--- წ ანუ მშობლების ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა მოსკოვის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.2--- წ განჩინება, სადაც ასევე დადგენილ ფაქტად არის მიჩნეული თ---------------ის და ვა-–-----–-----კის ქორწინება.

 

მოსარჩელემ მისი ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერში დაშვებული უზუსტობების შესწორების მოთხოვნით მიმართა თ---–-------------–---------------------------ს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ აქტი შეიცავს გარკვეულ ჩასწორებებს, მასსი არ არის მითითებული თარიღი, რის გამოც ვერ დგინდება ქორწინების ნამდვილობა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა იგივე გარემოებებზე მითითებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტების ქართულ ენაზე წარმოდგენილ თარგმანებში მოსარჩელის სახელი მითითებულია სხვადასხვაგვარად, მაგ. პირადობის მოწმობაში წერია სახელი თ---------------, ხოლო ქორწინების მოწმობაში და მისი შვილის ილ-----–-----კის დაბადების მოწმობის თარგმანში - ტა--------------, რაც ენობრივი თავისებურებებით არის განპირობებული და დადგენილია, რომ ერთი და იმავე პირს - მოსარჩელეს ეკუთვნის.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

–სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.05.2--- წ გადაწყვეტილება #01/------/გ

–თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 10.04.2--- წ გადაწყვეტილება 0011--------

–ქორწინების აქტი #9

- თ---------------ის რუსეთის ფედერაციის პასპორტის თარგმანი

-ტა--------------ის ქორწინების მოწმობის თარგმანი

-ილ-----–-----კის დაბადების მოწმობის თარგმანი

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზ-------------------–--------------ის სამსახურის #29/------

–მოსკოვის საქალაქო სასა----თლოს სააპელაციო განჩინება საქმეზე 33–----0 02.07.2--- წ.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს თ---------------ისა და ვა-–-----–-----კის ქორწინების რეგისტრაციას 23.06.1--- წ, გარკვეული ცდომილებებით, რაც დაშვებულია რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის ბრალით და იგი უნდა შესწორდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასა----თლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

6. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე-მე-80 მუხლები

 

7. სა----თლებრივი შეფასება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზე გვაქვს.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.

 

იმავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

 

ასეთი შეცდომების არსებობა დადგენილია საქმის მასალებით და ეს შეცდომები არსებობდა მოსარჩელის მიერ თ---–-------------–---------------------------ში განცხადების წარდგენისას, შესაბამისად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების გამოცემისას.

 

სასა----თლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის დასაბუთებას, რომ მას ქორწინების სააქტო ჩანაწერის ხელმოწერამდე უნდა ენახა დაშვებული შეცდომები და უნდა მიეთითებინა რეგისტრატორისთვის და ხელმოწერით მან დაადასტურა შეტანილი ინფორმაციის სისწორე, რის შემდეგ ქორწინების აქტის ჩანაწერის შესწორებაზე პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ხელმოწერა შესრულებულია აქტის მე-2 გვერდზე სადაც მოსარჩელის ხელმოწერამდე უზუსტობები დაშვებული არ არის, უზუსტობები ასევე არ არის აქტის 1-ლი გვერდის იმ ნაწილში სადაც მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა დაფიქსირებული, რაც შეეხება აქტის ნომრის, მისი შევსების თარიღის და მექორწინეთა შეცვლილი გვარის დაფიქსირებას ეს სწორედ რომ რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის მიერ სწორად შესატან ინფორმაციას წარმოადგენს და მის სისწორეზე აუცილებელი კონტროლი მოსარჩელის ტვირთად არ უნდა გადაიქცეს. აქტის ნომრის სწორად დასმის კონტროლი მოსარჩელის მხრიდან საერთოდ შეუძლებელია. რაც შეეხება მოსარჩელეზე გაცემული ქორწინების მოწმობის ნომრის სწორად მითითების შემოწმებას, ეს მოქმედებაც ვერ განხორციელდებოდა მოსარჩელის მიერ ქორწინების აქტზე ხელმოწერისას, რადგან თვითონ ბლანკი ამ ინფორმაციის შეტანას ითვალისწინებს მექორწინეთა ხელმოწერის გრაფის შემდეგ, აქტის ბლანკის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და შესაბამისი ბეჭედია დასმული შესაბამისად აქტის ამ ნაწილში შეტანილი მონაცემების სისწორეზე მოსარჩელე ვერ აგებს პასუხს.

 

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისთვის გადაცემული ქორწინების მოწმობა, რომელიც წლების მანძილზე გამოიყენებოდა მოსარჩელის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში შეიცავდა ყველა რეკვიზიტს, მასში შეტანილი მონაცემები არ შეიცავდა რაიმე უზუსტობას არც მოსარჩელის სახელთან, არც მის ქორწინების შემდგომ გვართან, არც ქორწინების რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის მიმართ მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა და ის არ ვარაუდობდა, რომ სადავო საკითხებში არსებობდა ან შესაძლებელი იყო რაიმე ცდომილება.

 

მოსარჩელესთან არსებული ქორწინების მოწმობის სიყალბე არ არის დადგენილი სასა----თლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ წალ----------------ის სოფ. ჭა-–-----------–ო საბჭოს არ ჰქონდა გადაცემული ქორწინების მოწმობის ბლანკის დედანი, რომლის შევსებული და სათანადოდ დამოწმებული ეგზამპლიარი მოსარჩელესთან ინახება.

 

მოწმეთა ჩვენებებით, წარმოდგენილი ფოტოსურათებით, მოსარჩელის შვილის დაბადების მოწმობით, ქორწინების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერით, ქორწინების მოწმობით, მოსარჩელის ამჟამად მოქმედი რუსეთის ფედერაციის პასპორტისა და სსრკ სიმბოლიკიანი პასპორის სათანადო აღნიშვნებით უტყუარად არის დადგენილი რომ თ---------------სა და ვა-–-----–-----კს შორის არსებობდა ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შესაქმნელად, მათ გამოხატეს ამ კავშირის რეგისტრაციის ნება წალ----------------ის სოფ. ჭა-–-----------–ო საბჭოში მიმართვით, იქ ფიზიკურად გამოცხადებით, ქორწინების აქტის ჩანაწერზე ხელმოწერითა და ქორწინების მოწმობის მიღებით.

 

ქორწინების რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომების შესწორებაზე უარი ეწინააღმდეგება ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტს, ლახავს მასარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წა-–-----------------–---------------------------ს უნდა დაევალოს ქორწინების სადავო სააქტო ჩანაწერში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესწორებების შეტანა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, , 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი თ---–-------------–---------------------------ის 10.04.2--- წ გადაწყვეტილება 0011-------- თ---------------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 14.05.2--- წ გადაწყვეტილება #01/------/გ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

3. შესწორდეს წალ----------------ის სოფ. ჭა-–-----------–ო საბჭოს მიერ რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერი #9 და მასში დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემები: საცოლე მოქალაქე ტა-------------- სტანისლავის ასული, გვარი ქორწინების შემდეგ რუ---ხ, რეგისტრაციის თარიღი 23.06.1---.

 

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასა----თლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასა----თლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსა----თლე ირაკლი აბშილავა