მუხლი 77. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები
თავი IX — სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში.
3. 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე.
4. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ამ პირის განცხადებით და მისი მზრუნველის თანხმობით.
5. გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები 1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. 2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში. 3. ქმედუუნარო სრულწლოვნის ან 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე. 4. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ამ პირის განცხადებით და მისი მზრუნველის თანხმობით. 5. გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-1206(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.08.2020
…78-ე და მე-80 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებას, ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ანიჭებს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის…
…მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. იმავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის…
…მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. იმავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის…