დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.03.2025
საქმის ნომერი
ბს-1333(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-1333(კ-24)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1333(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი

ქ . თბილისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ს-ი

მოპასუხე - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 8 სექტემბერს მ.ს-იმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მ.ს-ის (დაბ. ... ... ...წ., აქტის ჩანაწერი №146 განმეორებით გაცემული 2023 წლის 22 თებერვალს სსგს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ) დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის დავალება, კერძოდ, ბავშვის მამის სახელის - „ვ.“-ის ნაცვლად მიეთითოს „ს.“, გვარი „ს-ნ“, სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აწ გარდაცვლილი ს.ს-ნის შვილი. დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში შეცდომით არის მითითებული მამის სახელი „ვ.“. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის ყველა დოკუმენტში, გარდა დაბადების მოწმობისა, მამის სახელად მითითებულია „ს.ს-ნ“. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა კი უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დაბადების აქტის ჩანაწერში მამის სახელის ცვლილების თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ.ს-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება და მ.ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; სსგს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა 2023 წლის 22 თებერვალს რეგისტრირებულ, განმეორებით გაცემულ დაბადების აქტის ჩანაწერში (აქტი №..., №..., რეგისტრაციის თარიღი ... ..., ...წ.) მითითებული მონაცემის უზუსტობის შესწორება შემდეგნაირად: მამის გვარი - ს-ნ, მამის სახელი - ს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დაბადების ... წლის ... ...ის №146 სააქტო ჩანაწერი შეიცავდა უზუსტობებს, რაც უნდა გასწორებულიყო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მ.ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მ.ს-ის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენის თაობაზე, ვერ გახდება დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი, კერძოდ, გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მოსარჩელის მამის (ს.ს-ი) დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემის შეცდომით და არასწორად მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას. პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მიიჩნევა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ გადაწყვეტილებად, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდებოდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა. სასამართლო გადაწყვეტილებით მხოლოდ იურიდიული ფაქტი დადგინდა და არა შეცდომის მითითების ფაქტი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ უნდა ავალებდეს სააგენტოს აქტში შესწორების შეტანის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სააგენტომ აღნიშნა, რომ მ.ს-ის შემთხვევაში, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კონკრეტულად, 1976 წლის 17 დეკემბრის №146 დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია, რომ მ.ს-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. ბავშვის დაბადების ადგილი - საქართველო, ..., მამა - ვ.ს-ნ, დედა - დ.ს-ნ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მ.ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის შესახებ, კერძოდ, მ.ს-ი დაბადებული ... წლის ... ...ს (პ/ნ...) არის აწ გარდაცვლილი ს.ვ.ის ძე ს-ნის (დაბადებული ... ... ...წ. ...ის ოლქის სოფ. ...ში დაბადების მოწმობა ..., გარდაცვალების თარიღი 17.02.2013 წ. გარდაცვალების მოწმობა ...) შვილი.

დადგენილია, რომ მ.ს-ის მშობლები - ს.ვ.ის ძე ს-ნი და დ.ს-ის ასული პ-ნი დაქორწინდნენ 1976 წლის 3 დეკემბერს.

დადგენილია, რომ 2023 წლის 6 ივნისს მ.ს-მა განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მისი დაბადების აქტის ჩანაწერში მამის სახელის შესწორება. სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის სადავო გადაწყვეტილებით მ.ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მხარემ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №... სადავო გადაწყვეტილებით მ.ს-ის 2023 წლის 27 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მიზანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება.

ზემოხსენებული კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტის დეფინიციას, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. დასახელებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას. ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ასევე, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატება. დასახელებული კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა და კანონმდებლობით მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9); „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4); „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება აზრს დაკარგავს, თუ მართლმსაჯულების საბოლოო პროდუქტი - სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის, კერძოდ, პირთა ნათესაური კავშირის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ს.ვ.ის ძე ს-ნი არის მოსარჩელის - მ.ს-ის მამა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც ორიენტირებულია მოდავე მხარის უფლების რეალიზებაზე და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიმართულია აღსრულებისკენ. დაბადების აქტის ჩანაწერში მოსარჩელის მამის სახელად „ს.ს-ნი“-ს მიუთითებლობის შემთხვევაში, შესაძლოა არსებითი ზიანი მიადგეს მოსარჩელის ინტერესებს, ხოლო დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის სახელის ცვლილების მითითებით არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სსგს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.11.2024წ. №26937 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.11.2024წ. №26937 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

 

გ. აბუსერიძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="86YeTtr0NivFKkWCalbriLPrFFXqiPlDoMmkFhBf";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize