გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
020310018002547000
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310018002547000 (3/128-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2019 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე თე-----------ა

წარმომადგენელი და-------------ა

მოპასუხე სამო---–----------------------------------------ო

წარმომადგენელი გო---------------ა

მოპასუხე ზუ-----------------–---------------------------ი

წარმომადგენელი გო----------------ა

დავის საგანი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სამო---–----------------------------------------ოს 12.06.2018 წ #01-------/გ გადაწყვეტილების ბათილობა.

 

1.2. ზუ-----------------–---------------------------ის 22.05.2018 წ #02---------2 გადაწყვეტილების ბათილობა.

 

1.3. თე-----------ას (ქორწინებამდელი გვარი ძიმ--------–---–-ს) დაბადების სააქტო ჩანაწერის შესწორება და მისი დაბადების თარიღად 21.08.1--- წ დაფიქსირება.

 

მოსარჩელის მტკიცებით, იგი დაიბადა 21.08.1--- წ ამ დაბადების თარიღით ფლობდა უფლებადამდგენ დოკუმენტებს. ამჟამად, ამ დაბადების თარიღით პირადობის მოწმობის გაცემაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უარს ეუბნება იმ განმარტებით, რომ მისი დაბადების სააქტო ჩანაწერის 1–ლი ეგზემპლიარი გადასწორებულია სათანადო დამოწმების გარეშე, ხოლო მე–2 ეგზემპლიარში ფიქსირდება დაბადების თარიღი 04.08.1--- წ. გადასწორების გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

თე-----------ა (ქორწინებამდელი გვარი ძი---------–---–ი) დაიბადა 21.08.1--- წ. მისი მშობლები არიან კია----------------–---–ი და მა---------–---–-ა.

 

მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებულია 25.08.1--- წ. ზუგდიდის მმაჩის განყოფილების მიერ (აქტის რეგისტრაციის #4--).

 

დაბადების აქტის ჩანაწერის პირველი ეგზემპლარით მოსარჩელის დაბადების თარიღია 21.08.1--- წ (თარიღი გადასწორებულია, გადასწორების საფუძველი არ არის მითითებული, შესწორება არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით), ხოლო აქტის მეორე ეგზემპლარით დაბადების თარიღია 04.08.1--- წ.

 

დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ზუ-------------------–----------------------–--------------------–---ს მიერ 22.08.1--- წ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში ან საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო მასალებში არ ინახება.

 

ცნობა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილია და სააქტო ჩანაწერი შესრულებულია ცია-–--–--------ს მიმართვის საფუძველზე, მასვე აქვს მიღებული ბავშვის დაბადების მოწმობა. მხარეთა განმარტებით ცია-–--–-------- მოსარჩელის ბებიაა. მისთვის ბავშვის დაბადების აქტის რეგისტრაციის და დაბადების მოწმობის მიღების უფლებამოსილების მინიჭების დოკუმენტი აქტის რეგისტრაციისას წარდგენილი არ ყოფილა, ამგვარ დოკუმენტზე მითითება რეგისტრაციის მასალებში არ არის.

 

დაბადების მოწმობა (VI-ტი #47----) თე-----------ამ განმეორებით მიიღო სკოლაში შესვლამდე – 27.08.1--- წ. სავარაუდოდ ამ დროს შესწორდა მისი დაბადების არასწორი თარიღი 04.08.1--- ნამდვილი თარიღით – 21.08.1--- წ დაბადების რეგისტრაციის აქტის პირველ ეგზემპლარში. ამ დროს დაბადების სამედიცინო ცნობა ადგილზე უნდა ყოფილიყო და ადვილად შეიძლებოდა ბავშვის დაბადების ნამდვილი თარიღის გარკვევა, ხოლო აქტის მეორე ეგზემპლარი იგზავნებოდა მმაჩის ცენტრალურ არქივში, რის გამოც მას ზუგდიდის მმაჩის განყოფილების თანამშრომელი ვერ შეასწორებდა.

 

დაბადების აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარის გადასწორებაში მოსარჩელის უკანონო ჩარევა არ დადასტურდა. შესწორებაზე პასუხისმგებლობა და ამ შესწორების კანონიერება/უკანონობის დამტკიცება მოპასუხის მტკიცების ტვირთია. მოსარჩელეზე გაცემულია და მასთან ინახება უფლებადამდგენი დოკუმენტები, სადაც მისი დაბადების ნამდვილი თარიღი 21.08.1--- წ შეტანილია გადასწორებების გარეშე, შესაბამისად ამ დოკუმენტების და მასში მასში ასახული მონაცემების მიმართ მოსარჩელეს აქვს კანონიერი ნდობა.

 

ამჟამად, საარქივო მასალები დამუშავებულია და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ინახება მხოლოდ დაბადების აქტები (პირველი და მეორე ეგზემმპლარები), ხოლო მათი რეგისტრაციის საფუძვლები განადგურებულია. შესაბამისად, დაბადების თარიღის გადამოწმება და ნამდვილი თარიღის დადგენა უნდა მოხდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შორის თე-----------ას მშობლების ჩვენებებით. ორივე მშობელი ადასტურებს, რომ ბავშვის დაბადების ნამდვილი თარიღია 21.08.1--- წ და მათ მიერ მიცემული ჩვენება თანხვედრაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მასალებში აღწერილ ინფორმაციასთან.

 

პირადობის მოწმობის მისაღებად განცხადება ანკეტა მოსარჩელეს შევსებული აქვს 26.06.1--- წ, სადაც დაბადების თარიღად მიუთითებს 21.08.1--- წ და ამ თარიღით აძლევენ მას პირადობის მოწმობას ა 01----- – გაცემის თარიღი 29.06.1--- წ.

 

იგივე დაბადების თარიღი – 21.08.1--- წ ფიქსირდება თე-----------ას (ქორწინებამდელი გვარი ძი---------–---–ი) ქორწინების სააქტო ჩანაწერში (#2, რეგისტრირებული 09.03.2--- წ წა-–--------------------------ს სასოფლო საბჭოს მიერ.

 

იმავე დაბადების თარიღით არის თე-----------ა მისი შვილების ნი----------ს, ნი--------------------------------ას დაბადების სააქტო ჩანაწერებში.

 

თე-----------ამ სსიპ სსგს–ში განცხადება პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად წარადგინა 26.03.2--- წ რეგისტრაციის #1900--------- და მიღებული აქვს შესაბამისი დოკუმენტი 30.03.2--- წ. მოქმედების ვადა 26.03.2--- წ, სადაც დაბადების თარიღად ასევე ფიქსირდება 21.08.1--- წ.

 

04.08.1--- წ მონაცემებით მოსარჩელისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

მიუხედავად ამისა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო თე-----------ას დაბადების ნამდვილ თარიღად მიიჩნევს 04.08.1--- წ და აპირებს შესაბამის უფლებადამდგენ დოკუმენტებში მოსარჩელის დაბადების თარიღის შესწორებას.

 

თე-----------ამ 08.05.2018 წ განცხადებით (#028--------2) მიმართა სსიპ სსგს ზუ-----------------–---------------------------ს და მოითხოვა მისი დაბადების ნამდვილი თარიღად 21.08.1--- წ. დაფიქსირება.

 

ზუ-----------------–---------------------------ი 22.05.2018 წ გადაწყვეტილებით უარს ეუბნება მოსარჩელეს თე---ა ძი---------–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის შესწორებაზე და საკუთარი ინიციატივით იწყებს წარმოებას დაბადების აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში დაბადების თარიღის შესწორებასთან დაკავშირებით დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარის მიხედვით.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით.

 

სამო---–----------------------------------------ოს 12.06.2018 წ # 01-------/გ გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალში დარჩა ზუ-----------------–---------------------------ის 22.05.2018 წ გადაწყვეტილება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი შესაგებლები

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

–თე---ა ძი---------–---–ის დაბადების აქტი #4-- ეგზემპლარი 1

–თე---ა ძი---------–---–ის დაბადების აქტი #4-- ეგზემპლარი 2

–თე---ა ძი---------–---–ის ქორწინების მოწმობა

– ნი----------ს, ნი--------------------------------ას დაბადების სააქტო ჩანაწერები

–საქართველოს ეროვნული არქივის მომართვა #34----49, 11.06.2018

–სამო---–----------------------------------------ოს 12.06.2018 წ გადაწყვეტილება #01-------/გ

ზუ-----------------–---------------------------ის 22.05.2018 წ გადაწყვეტილება #02---------2

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8, მე–9, 76–ე, 79–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით საქართველოში ნამდვილად ითვლება სამოქალაქო აქტების ჩანაწერები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადასტურებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლები, რომლებიც შედგენილია საქართველოში ან საკონსულო დაწესებულების მიერ, მათი შედგენის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

იმავე კანონის მე–9 მუხლის მიხედვით პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა შეუსაბამოა თვითონ სამოქალაქო აქტის ჩანაწერების პირველი და მეორე ეგზემპლარები, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაცემულია აქტის პირველი ეგზემპლარის საფუძველზე, სადაც პირის დაბადების შესახებ ჩანაწერი გადასწორებულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–17 მუხლის მიხედვით 1. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

გადაწყვეტილების აღწერლობით ნაწილში მივუთითეთ, რომ დაბადების აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარის გადასწორებაში მოსარჩელის უკანონო ჩარევა არ დადასტურდა. შესწორებაზე პასუხისმგებლობა და ამ შესწორების კანონიერება/უკანონობის დამტკიცება მოპასუხის მტკიცების ტვირთია. მოსარჩელეზე გაცემულია და მასთან ინახება უფლებადამდგენი დოკუმენტები, სადაც მისი დაბადების ნამდვილი თარიღი 21.08.1--- წ შეტანილია გადასწორებების გარეშე, შესაბამისად ამ დოკუმენტების და მასში მასში ასახული მონაცემების მიმართ მოსარჩელეს აქვს კანონიერი ნდობა.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76–ე მუხლით 1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატება.

 

დასახელებული კანონის 79–ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

 

განსახილველი შემთხვევისთვის დადგენილია, რომ თე---ა ძი---------–---–ის (ქორწინების შემდეგ ბო---ა) დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაციისას მარეგისტრირებელმა მოხელემ დაუშვა შეცდომა და გადაასწორა მოსარჩელის დაბადების თარიღი, სხვაგვარი მტკიცება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად ის გარემოება რომ შესწორება არ არის განხორციელებული სათანადო წესით, არ იძლევა მოსარჩელის უფლების დარღვევის წინაპირობას.

 

კანონის მიზანია, მოსარჩელის შესახებ ნამდვილი მონაცემის რეგისტრაცია და არა დაბადების აქტის ფორმალური შესწორება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს შეიძლება ატარებდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზე გვაქვს. ამასთან, დადგენილია მოსარჩელის დაბადების ნამდვილი თარიღი – 21.08.1--- წ და მისი დაბადების სააქტო ჩანაწერებში (1–ლ და მე–2 ეგზემპარებში) უნდა შესწორდეს თარიღით – 21.08.1--- წ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სამო---–----------------------------------------ოს 12.06.2018 წ გადაწყვეტილება #01-------/გ და ზუ-----------------–---------------------------ის 22.05.2018 წ გადაწყვეტილება #02---------2 .

 

3. შესწორდეს თე-----------ას (ქორწინებამდელი გვარი ძიმ--------–---–-) დაბადების სააქტო ჩანაწერი და მისი დაბადების ნამდვილ თარიღად დაფიქსირდეს 21.08.1--- წ.

 

4.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 100 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა