გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310018002546643
N 3/73-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
მოსარჩელე - ი---–----–---–ი
წარმომადგენელი - ლე--–------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - ეკ-------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლა------------–---–ი
მესამე პირი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) - ზა-–-----–----–---–ი
მესამე პირი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) - ნი----–-- (ნ-----–----) ლო--–---–ი
წარმომადგენელი - ი---–----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 6 დეკემბრის №------------ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს მოპასუხეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - მოსარჩელის გარდაცვლილი მამის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში გარდაცვლილი პირის სახელის - ი-----ს მითითება (როგორც იყო მითითებული შესწორების შეტანამდე)
წარმოდგენილი წერილობითი სარჩელითა და მოსარჩელე მხარის განმარტების თანახმად, ი---–----–---–ის მშობლები არიან ი----- ნ-----–----ის ძე ლო--–---–ი და ზ--–--ა ვა---–ის ასული, რომლებმაც იქორწინეს 1974 წელს და ქორწინების შემდეგ მისმა დედამ მიიღო გვარი ლო--–---–ი, რომელსაც ატარებს დღემდე. მის მშობლებს ჰყავთ ორი შვილი - ნ-----–----ი და ი---–----–---–ები. 2002 წლიდან მათი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში და ყველამ მიიღო რესეთის ფედერაციის მოქალაქეობა. თუმცა, მათ ოჯახს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი და ისინი პერიოდულად ჩამოდიოდნენ სოფელ რუისპირში. მის მამას - ი----- ლო--–---–ს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა და მის სახელზე გაცემულ ყველა დოკუმენტში მითითებულია სახელი ი-----. შესაბამისად, მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე გაცემულ ყველა დოკუმენტში მამის და მეუღლის სახელად მითითებულია სახელი -ი-----. 2017 წლის ოქტომბერში ი----- ლო--–---–ი გარდაიცვალა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2017 წლის 09 ნოემბერს გასცა გარდაცვალების მოწმობა, სადაც გარდაცვლილი პირის სახელი მიეთითა - ი-----. 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით მამამისის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის შედეგად სახელი - ი-----ს ნაცვლად მიეთითა სახელი -ი----ი. აღნიშნული გადაწყვეტილება მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის არის მიუღებელი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 6 დეკემბრის №------------ გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელისა და დედამისის მიერ წარდგენილი იქნა ყველა დოკუმენტი, ასევე, სააგენტოს მიერ მოძიებული იქნა დოკუმენტები, სადაც მამამისის სახელი ყველგან მითითებულია -ი-----. ასევე, წარდგენილი იქნა მოსარჩელისა და მისი დედის პოზიციები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის სახელზე და შესაბამისად, მისი ოჯახის წევრების სახელზე გაცემულ ყველა დოკუმენტში მისი მამის სახელად მითითებულია არა - ი----ი, არამედ - სახელი - ი-----. მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები - დედა და ძმა აღნიშნულის გამო არიან დიდი პრობლემის წინაშე, ვინაიდან, ისინი ცხოვრობენ რუსეთის ფედრაციაში, არიან რუსეთის მოქალაქეები. იქ მამის სახელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და იწერება ყველა დოკუმენტში, მათ უნდა შეცვალონ ყველა დოკუმენტი, სადაც კი წერია მამის სახელი. გარდა პირადი დოკუმენტებისა, უნდა შეცვალოს დოკუმენტები, სადაც მოსარჩელე აღრიცხულია ი-----დიულ პირად, ასევე, უნდა შეცვალოს საზღვარგარეთის პასპორტი და შესაძლებელია, მოსარჩელე მეორედ აღარ შეუშვან იგივე ქვეყნებში, სადაც მოსარჩელე არის ნამყოფი. იგივე პრობლემის წინაშეა მოსარჩელის ძმაც- ნ-----–----იც, რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა და მისი შვილიც. ასევე, პრობლემები შეექმნება მის დედას - ზა-–-----–----–---–ს, რომელიც მითითებული სახელით იღებს პენსიას და სავარაუდოდ უკან დააბრუნებინებენ ამ პენსიას. ასევე, მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს სწორედ მითითებული სახელით (მამის სახელი -ი-----) აქვთ გადახდილი გადასახადები და აქვთ გარკვეული სახის ქონება. ასევე, მამის სახელის ცვლილებას რუსეთის საჯარო მოხელეები შეხედავენ ეჭვის თვალით, ეს იქნება აღქმული როგორც სახელმწიფოს მოტუება მათი ოჯახის მხრიდან. შესაძლებელია, მათ წაართვან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მათ აყენებს ზიანს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა ზა-–-----–----–---–მა მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნებს.
3.2. მესამე პირის - ნი----–-- (ნ-----–----) ლო--–---–ის წარმომადგენელმა ი---–----–---–მა მისი მარწმუნებლის სახელით ასევე მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნებს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 1945 წლის 22 ნოემბერს თელავის რაიონის ყარაჯალის ს/ს მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის ჩანაწერი N-- შემდეგი მონაცემებით: სახელი -ი----ი, გვარი - ლო--–---–ი, დაბადების თარიღი - 1945 წლის 08 ნოემბერი. აქტის რეგისტრაციაზე განმცხადებელი - კოლი---–----–---–ი (მამა) , რომლის მიერაც არის შესრულებული ხელმოწერა ჩანაწერზე. დაბადების აქტის ჩანაწერში სახელი -ი----ი დაფიქსირებულია გარკვევით, გადასწორების გარეშე. დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, გაცემულია დაბადების მოწმობა N------. დაბადების აქტის პირველ ეგზემპლარზე ასევე ფიქსირდება დაბადების განმეორებითი N------ მოწმობის გაცემის ფაქტი. იდენტური მონაცემებია დაბადების აქტის მეორე ეგზემპლარშიც.
1945 წლის 22 ნოემბრის დაბადების აქტის N-- ჩანაწერის საფუძველზე, 1961 წლის 10 აგვისტოს თელავის რაიონის ყარაჯალის ს/ს მიერ გაცემულია დაბადების განმეორებითი მოწმობა N------ რომელშიც ბავშვის სახელი ასევე მითითებულია - ი----ი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაბადების აქტის ჩანაწერი N-- (იხ. ტ.1. ს.ფ. 136-137; ს.ფ. 159-160);
- დაბადების განმეორებითი მოწმობა N------ (იხ.ტ.1. ს.ფ. 15; 172);
4.1.2. 1974 წლის 31 ოქტომბერს თელავის რაიონის რუისპირის ს/ს მიერ რეგისტრირებულია ქორწინების აქტის N2- ჩანაწერი, სადაც საქმროს სახელი და გვარია - ი----- ლო--–---–ი. საქმროს მონაცემების შეტანის საფუძველია 1971 წლის N------ პასპორტი. გაცემულია ქორწინების მოწმობა, სადაც ასევე მითითებულია - ი----- ლო--–---–ი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქორწინების აქტის N2- ჩანაწერი (იხ. ტ.1. ს.ფ.163-165);
- ქორწინების მოწმობა (იხ. ტ.1. ს.ფ. 19);
4.1.3. შს თელავის რაიონული განყოფილების მიერ 2001 წლის 04 ივნისს გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის N--------- მოწმობა შემდეგი მონაცემებით: სახელი -ი-----, გვარი - ლო--–---–ი, პირადი N------------, დაბადების თარიღი - 1945 წლის 08 ნოემბერი, დაბადების ადგილი - თელავი.
შს თელავის რაიონული განყოფილების მიერ 2001 წლის 04 ივნისს გაცემულ საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის N------- მოწმობაშიც პიროვნების სახელი მითითებულია -ი-----.
შსს მიერ 2001 წლის 21 ივნისს გაცემულ N------- პასპორტში სახელი ასევე მითითებულია - ი-----.
2017 წლის 22 აგვისტოს გაცემულია რუსეთის ფედერაციის პასპორტი N---------- სადაც პასპორტის მფლობელის სახელი მითითებულია -ი-----.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს მოქალაქის პირადობის N--------- და რეგისტრაციის N------- მოწმობები (იხ.ტ.1.ს.ფ.20; 23; 231-232; ტ.2. ს.ფ.
- განცხადება-ანკეტა (იხ.ტ.1.ს.ფ.143-144);
- საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი N------- (იხ.ტ.1. ს.ფ. 2-0; ტ.2. ს.ფ.
- რუსეთის ფედერაციის პასპორტი N7-------- (იხ.ტ.2.18-19);
4.1.4. 1977 წლის 06 იანვარს თელავის რაიონის სოფელ რუისპირის ს/ს მიერ რეგისტრირებულია ი---–----–---–ის დაბადების აქტის N- ჩანაწერი, სადაც მამის სახელი და გვარია - ი----- ლო--–---–ი. გაცემულია დაბადების მოწმობა იგივე მონაცემით.
1975 წლის 23 აპრილს თელავის რაიონის რუისპირის ს/ს/ მიერ რეგისტრირებულია ნ-----–---- ლო--–---–ის დაბადების აქტის N-- ჩანაწერი, სადაც მამის სახელი და გვარია - ი----- ლო--–---–ი. გაცემულია დაბადების მოწმობა იგივე მონაცემით.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 06 თებერვლის N-------- წერილი (იხ.ტ.1.ს.ფ.196);
- ი---–----–---–ის დაბადების მოწმობა (იხ. ტ.1.ს.ფ.17-18
- ნ-----–---- ლო--–---–ის დაბადების მოწმობა (იხ.ტ.2.ს.ფ.
4.1.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის მიერ 2017 წლის 19 დეკემბრის საარქივო ცნობის თანახმად, კახეთის რეგიონულ არქივში დაცული თელავის რაიონის სოფელ რუისპირის 1986-1995 წლის, 1996-2000 წლის და 2001 -2006 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად მითითებულია - ი----- ლო--–---–ი.
დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი ატესტატი, შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობის ტალონი გაცემულია პიროვნებაზე სახელი -ი----- გვარი -ლო--–---–ი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2017 წლის 19 დეკემბრის საარქივო ცნობა (იხ.ტ.1.ს.ფ. 25-28; ტ.2.ს.ფ.54-57);
- შრომის წიგნაკი (იხ.ტ.2. ს.ფ.10-15);
- სამხედრო ბილეთი (იხ.ტ.2. ს.ფ.31-32);
- ატესტატი N--- (იხ. ტ.2.ს.ფ.33-34);
- მართვის მოწმობის ტალონი (იხ.ტ.2.ს.ფ.50-53);
4.1.6. 2017 წლის 03 ნოემბერს რეგისტრირებული იქნა გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N----------- შემდეგი მონაცემებით: სახელი -ი-----, გვარი - ლო--–---–ი, დაბადების თარიღი - 1945 წლის 08 ნოემბერი, პირადი N-----------. გარდაცვალების აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემუი იქნა გარდაცვალების მოწმობა N-----------.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 03 ნოემბრის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N----------- (იხ. ტ.1. ს.ფ. 138-140);
- გარდაცვალების მოწმობა N----------- (იხ.ტ.1.ს.ფ.16);
4.1.7. სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული ი----- ლო--–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორების საქმე შემდეგი საფუძვლით: 2017 წლის 03 ნოემბერს თელავის რაიონის სოფელ რუისპირის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ოქმის საფუძველზე დარეგისტრირდა ი----- ლო--–---–ის (---------------) გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N-----------. სსგს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მის მიმართ ფიქსირდება თელავის რაიონი ყარაჯალის ს/საბჭოს მიერ 22.11.1945 წ. რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერი N--, სადაც სახელი ფიქსირდება ,,ი----ი".
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება (იხ.ტ.1.ს.ფ.133);
4.1.8. სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N 0----------- გადაწყვტილებით შესწორდა ი----- ლო--–---–ის სახელზე რეგისტრირებული გარდაცვალების აქტის N----------- ჩანაწერში გარდაცვლილის სახელი ,,ი-----" სახელზე ,,ი----ი".
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N 0----------- გადაწყვეტილება (იხ.ტ.1.ს.ფ.134-135; ს.ფ.36-37);
4.1.9. 2018 წლის 05 იანვარს ი---–----–---–მა საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N 0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მან საჩივარს დაურთო შესაბამისი დოკუმენტები და ასევე მოითხოვა მამის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში სახელი -ი----ის შესწორება სახელით -ი-----.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის N---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი---–----–---–ის საჩივარი. ძალაში დარჩა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N 0----------- გადაწყვეტილება.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის N---------- გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული წარმოების მასალები (იხ.ტ.1.ს.ფ.155-271);
4.1.10. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერი N-- მონაცემით: სახელი -ი----ი, განმეორებითი დაბადების მოწმობა მონაცემით : სახელი -ი----ი, ასევე, 2017 წლის 03 ნოემბრის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N----------- მონაცემით : სახელი - ი-----, ასევე, ი----- ლო--–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოაქალაქის პასპორტი, ქორწინების მოწმობა, შვილების დაბადების სააქტო ჩანაწერები, ატესტატი, საარქივო ცნობა, სამხედრო ბილეთი, რუსეთის ფედერაციის პასპორტი, მართვის მოწმობის ტალონი გაცემულია ერთი და იგივე პიროვნებაზე და ეკუთვნის ერთ პიროვნებას. მხარეებს ასევე სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ამ პიროვნების რეგისტრირებულ მეუღლეს წარმოადგენს ზა-–-----–----–---–ი, ხოლო ი---–----–---–ი არის ამ პიროვნების შვილი. ასევე, სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნი----–-- და ნ-----–---- ლო--–---–ი არის ერთი და იგივე პიროვნება და წარმოადგენს ამავე პიროვნების შვილს.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ი---–----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის ი-----სდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის №------------ გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის N---------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელე ი---–----–---–ის მოთხოვნა გარდაცვალების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე- მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და ი-----დიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7.3.სასამართლო განმარტავს: ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის მიზანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება.
აღნიშნული კანონის მესამე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერია − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;
ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განმარტებულია როგორც − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა;
შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერშიგულისხმობს − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას;
დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განმარტებულია როგორც − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება;
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის ი-----დიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა.
ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
ბ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ქმედების განხორციელებისათვის ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები;
გ) მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დაბადება არის ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში.
ამავე კანონის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების ერთერთი დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამავე კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატება.
ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
ამავე კანონის 82-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ახორციელებს ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მიუთითებს და ყურადღებას გაამახვილებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე”, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის 56-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. 2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო თავისი ინიციატივით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის 58-ე მუხლზე, რომელიც შეეხება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ
ამავე წესის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვის ადგილის მიხედვით. მითითებული ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა ხორციელდება გადაწყვეტილების გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე.
ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს თელავის რაიონის სოფელ რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულის წარმომადგენლის მიერ გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შედგენილი ოქმის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირდა ი----- ლო--–---–ის გარდაცვალების აქტი N------------- გარდაცვალების რეგისტრაცია განხორციელდა ოქმში მითითებული მონაცემების და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით აღნიშნული პირის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისად: ი----- ლო--–---–ი, პირადი N-----------, დაბადების თარიღი - 1945 წლის 08 ნოემბერი,დაბადების ადგილი -თელავი, გარდაცვალების თარიღი - 2017 წლის 28 ოქტომბერი. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნით საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დიგიტალიზებული იყო აღნიშნული პირის მიმართ რეგისტრირებული დაბადების აქტის N-- ჩანაწერი პიროვნების სახელით -ი----ი. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ი----- ლო--–---–ის მიმართ რეგისტრირებულ გარდაცვალების აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორებასთან დაკავშირებით. სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილებით ი----- ლო--–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორდა სახელი და მიეთითა - ი----ი,, სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, დადასტურებული იქნა გარდაცვლილი პირის კანონიერი მონაცემი - სახელი ი----ი.
სასამართლო განმარტავს: დაბადების აქტის ჩანაწერი N-- წარმოადგენს პირის დაბადების ფაქტის დამადასტურებელ (აღმჭურველ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მითითებული დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია განმეორებითი დაბადების მოწმობა, სადაც , ისევე, როგორც დაბადების აქტის N-- ჩანაწერში პიროვნების სახელად მითითებულია - ი----ი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია დაბადების აქტის N-- ჩანაწერში და განმეორებით დაბადების მოწმობაში მითითებული სახელი ი----ი, შესაბამისად, სადავოდ არ გაუხდია დაბადების აქტის სისწორე და კანონიერება. მითითებული დაბადების აქტის ჩანაწერი არ არის გაუქმებული, ბათილად ცნობილი და არ არის დადგენილი კანონმდებლობით დადგენილი წესით მასში არსებული მონაცემის უზუსტობა, შეცდომა. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ანდა სათანადო მტკიცებულება ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომ გარდაცვლილი პირის კანონიერი მონაცემი არის ი-----. შესაბამისად, დაბადების აქტის N-- ჩანაწერი არის კანონიერი, ძალაში მყოფი აქტი. დაბადების აქტის ჩანაწერს უნდა შეესაბამებოდეს სხვა სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. კანონმდებლობის თანახმად, კი, იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებულ მონაცემებში არის შეუსაბამობა, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახური უფლებამოსილი იყო საკუთარი ინიციატივით შეეტანა შესწორება გარდაცვალების აქტის ჩანაწერში, ვინაიდან, არასწორი სახელით იყო განხორციელებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერი. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითაა მიღებული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.4. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის N---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი და ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 06 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილება.
აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტი----- მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2- სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში N---------------- განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის N---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
7.5. სასამართლო განმარტავს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ასევე, არ წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით დადგენილ დანაწესზე და განმარტავს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ აქტის კანონშეუსაბამობა - როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეესაბამება კანონმდებლობას და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით გარდაცვალების აქტის ჩანაწერში ისე სახელი ,,ი-----"-ს მითითება, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს: მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ არსებობს მავალდებულებელი სარჩელის (ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც.
8. სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება
ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი (06. 03. 2018 წ. საგადახდო დავალება N0) 100 ლარის ოდენობით. იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები, ზემოთაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 2--ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ი---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ;
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. N41) .
მოსამართლე თამარ კაპანაძე