გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310017002096022
N 3/128-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თე-–--ი
შესავალი ნაწილი
თე-–--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თ-------------ე
სხდომის მდივანი ფ-------------ე, თ--------------–---–ი
მოსარჩელე - ი-------– (პ.ნ 2----------)
წარმომადგენელი - ე-–-------------–---–ი, ბ-------------–---–ი
მოპასუხე - ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რი
წარმომადგენელი - ე--------–-–---–ი
მოპასუხე - ს----------–-----------–------------------------–-–-----------------------------------------ო
წარმომადგენელი - ე--------–-–---–ი
მესამე პირი - ვ-----------------–---–ი (პ,ნ 2----------)
მესამე პირის კანონიერი წარმომადგენელი - ი-------–
წარმომადგენელი - ი-–-----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–------------------------–-–-----------------------------------------ოს 2017 წლის 15 სექტემბრის №----------- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს მოპასუხე ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2----–-–------------ს დაბადებული ვ-----------------–---–ის , პ.ნ 2----------, 20---–-–--------------ს დაბადების აქტის ჩანაწერიდან N------- ამოღებული იქნას მამის მონაცემები.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე - ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რის წარმომადგენელმა ე--------–-–---–მა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და ახალი ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ს----------–-----------–------------------------–-–-----------------------------------------ოს წარმომადგენელმა მ---------------მ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა ე--------–-–---–მა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და ახალი ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის წარმომადგენელმა ი-–-----------–---–მა მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 09 მარტს რეგისტრირებული №------- დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ-----------------–---–ის დაბადების თარიღია 2----–-–------------ი. მშობლებად მითითებულია: მამა- გი----------------–---–ი (პირადი მონაცემების გარეშე), დედა - ი-----------–---–ი, პნ. 2----------, დაბადების თარიღი: 0---------წელი. ბავშვის მამის მონაცემების შესახებ მითითების საფუძველია: დედის განცხადება. განმცხადებლად მითითებულია: მინდობილობით ე-–-------------–---–ი.ჩანაწერის თანახმად, დედის მონაცემებში გვარი შეიცვალა სსგს თე-–--ის სარეგისტრაციო სამსახურის 19.09.2014 წლის N------------ გადაწყვეტილების საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2007 წლის 09 მარტს რეგისტრირებული №------- დაბადების აქტის ჩანაწერი(ს.ფ. 79).
3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 05 მარტს გაცემული N----------- ვ-----------------–---–ი დაბადების მოწმობის (განმეორებითი) თანახმად, ვ-----------------–---–ის დაბადების თარიღია 0--------------- წელი, პირადი ნომერი - 2----------, მშობლების გრაფაში მითითებულია - მამა -გი----------------–---–ი პირადი მოცემების გარეშე, დედა - ი-------–, პირადი ნომერი 2----------. მოწმობაში მითითებულია აქტის ჩანაწერის ნომერი 0-------
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 05 მარტს გაცემული N----------- მოწმობა (ს.ფ. 18, 74, 104).
3.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 09 სექტემბერს გაცემული N----------- ქორწინების აქტის ჩანაწერისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 09 სექტემბერს გაცემული N----------- ქორწინების მოწმობის თანახმად, ი-----------–---–ი 2----------, 2014 წლის 27 მაისს დაქორწინდა ჰ----- ა----–ზე. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ცოლს- ი-----------–---–ს მიეკუთვნა გვარი ა----–. შესაბამისად, შევიდა ი-----------–---–ის მონაცემებში ცვლილებები სააქტო ჩანაწერებში და გაიცა მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა N---6 (ს.ფ.19-20, 75, );
- ქორწინების აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ.80)
- ქორწინების მოწმობა N----------- (ს.ფ.105, 157)
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ.107).
3.1.4. ს----------–-----------–------------------------–-–-----------------------------------------ოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს გაცემული N------------ დაბადების აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის თანახმად, ვ-----------------–---–ის დედად მითითებულია ი-------–, მამა- გი----------------–---–ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს გაცემული N------------ დაბადების აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობა (ს.ფ. 27, 115).
3.1.5. თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული იქნა ბინადრობის მოწმობა ვ-----------------–---–ზე, ბინადრობის ტიპი- ოჯახი, საცხოვრებელი რეგიონი -ბუ----, ბინადრობის მოწმბა ძალაშია 16.03 205 წლიდან 05.01 2017 წლამდე.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბინადრობის მოწმობა (ს.ფ. 22-23, 67-68).
3.1.6. 2017 წლის 28 ივლისს ი-------–მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. წარდგენილი განცხადებების თანახმად, მან მოითხოვა მისი შვილის ვ-----------------–---–ის დაბადების აქტიდან გი----------------–---–ის მონაცემების ამოღება და მამის გრაფის ცარიელი დატოვება, აგრეთვე საქმისწარმოებისას გამოვლენილი სხვა უზუსტობების შესწორება. განცხადებების თანახმად, არ იცის იმ მამაკაცის ვინაობა, ვისგანაც მას 2----–-–------------ს შეეძინა ვ-----------------–---–ი. დაბადების აქტის ჩანაწერში მამად მისი მითითებით ჩაიწერა გი----------------–---–ი. 2012 წლიდან იგი ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში, დაქორწინებულია ჰ----- ა----–ზე და მთელი ოჯახი, მათ შორის ვ-----------------–---–ი ერთად ცხოვრობს. იმის გამო, რომ ვ-----------------–---–ის მამად დაბადების მოწმობაში წერია გი----------------–---–ი ( დ-------–---–ი არის მისი ქალიშვილობის გვარი), არ ეძლევა საშუალება შვილის გადაყვანისა და სასწავლებლად სკოლაში შეყვანისა თურქეთის რესპუბლიკაში, ვინიდან მამის ჩანაწერთან დაკავშირებით იქმნება პრობლემა. ამის გამო იგი ითხოვს ცვლილებების შეტანას და მამის გრაფის ცარიელად დატოვებას დაბადების აქტსა და დაბადების მოწმობაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ი-------–ის განცხადებება N------------ (ს.ფ. 61).
-ი-------–ის განცხადება N1----- (ს.ფ.62-63).
3.1.7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილებით ი-------–ს უარი ეთქვა N------------ განცხადების დაკმაყოფილებაზე- დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება(ს.ფ. 24, 77, ).
3.1.8. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ი-------–ის წარმომადგენელმა ე-–-------------–---–მა 2017 წლის 18 აგვისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ადმინისტრაციულ ორგანოში დაინიშნა საჩივრის განხილვის ზეპირი მოსმენა და მოწვეული იქნენ დაინტერესებული მხარეები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ.91-92)
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 101)
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს წერილები (ს.ფ.123-124)
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს ბრძანება (ს.ფ.127)
3.1.9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი-------–ის წარმომადგენლის -ე-–-------------–---–ის 2017 წლის 18 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N----------- გადაწყვეტილება (ს.ფ.16-17; 130-131)
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. (ს.ფ.120)
3.1.10. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია: 2007 წლის 09 მარტს რეგისტრირებული №------- დაბადების აქტის ჩანაწერში ვ-----------------–---–ის მამის მონაცემების შესახებ მითითების საფუძველია დედის განცხადება. ბავშვის გვარად ჩაწერილია დედის გვარი, ხოლო ბავშვის მამის სახელი ჩაწერილია დედის მითითებით იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მამის გასწვრივ არ არის მითითებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რაც გულისხმობს, რომ ბავშვი შეძენილია დაუქორწინებელი დედისაგან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ი-------–ის 2018 წლის 28 ივლისის განცხადების განხილვისას არ გამოუკვლევია აქტის ჩანაწერის მამის გრაფაში მითითებული გიორგის პიროვნების არსებობა და მისი მონაცემები და არის თუ არა ანდა სარგებლობდა თუ არა ი-------– მარტოხელა დედის სტატუსით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (ის. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ".
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N----------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
სასამართლო განმარტავს: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომ საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
ამავე კანონის მესამე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერია − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;
ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განმარტებულია როგორც − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა;
შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერშიგულისხმობს − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას;
დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განმარტებულია როგორც − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება;
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა.
ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
ბ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ქმედების განხორციელებისათვის ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები;
გ) მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ამავე კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე”, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის 56-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის 58-ე მუხლზე, რომელიც შეეხება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ. ამავე წესის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვის ადგილის მიხედვით. მითითებული ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა ხორციელდება გადაწყვეტილების გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე.
საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად (2007 წლის 09 მარტისათვის მოქმედი რედაქცია), . ÃÀÁÀÃÄÁÉÓ ÀØÔÉÓ ÜÀÍÀßÄÒÉ ÛÄÉÝÀÅÓ ÛÄÌÃÄ ÌÏÍÀÝÄÌÄÁÓ:
À) ÁÀÅÛÅÉÓ ÓÀáÄËÉ, ÂÅÀÒÉ, ÓØÄÓÉ, ÃÀÁÀÃÄÁÉÓ ÈÀÒÉÙÉ ÃÀ ÀÃÂÉËÉ, ÝÏÝáËÀà ÛÏÁÉËÉÀ ÈÖ ÌÊÅÃÒÀà ÛÏÁÉËÉ, ÒÉÂÉÈ ÌÄÒÀÌÃÄÍÄ ÄÚÏËÀ ÃÄÃÀÓ;
Á) ÁÀÅÛÅÉÓ ÐÉÒÀÃÉ ÍÏÌÄÒÉ, ÌÏØÀËÀØÄÏÁÀ;
Â) ÁÀÅÛÅÉÓ ÃÀÁÀÃÄÁÉÓ ×ÀØÔÉÓ ÃÀÌÀÃÀÓÔÖÒÄÁÄËÉ ÓÀÁÖÈÉ;
Ã) ÌÛÏÁËÄÁÉÓ ÓÀáÄËÉ, ÂÅÀÒÉ, ÐÉÒÀÃÉ ÍÏÌÄÒÉ, ÃÀÁÀÃÄÁÉÓ ÈÀÒÉÙÉ, ÀÓÀÊÉ, ÓÀÝáÏÅÒÄÁÄËÉ ÀÃÂÉËÉ, ÓÀÌÖÛÀÏ ÀÃÂÉËÉ, ÂÀÍÀÈËÄÁÀ, ÌÏØÀËÀØÄÏÁÀ -"ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÌÏØÀËÀØÄÏÁÉÓ ÛÄÓÀáÄÁ" ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÀÍÏÍÉÈ ÃÀÃÂÄÍÉËÉ ßÄÓÉÈ;
Ä) ÁÀÅÛÅÉÓ ÌÀÌÉÓ ÛÄÓÀáÄÁ ÌÏÍÀÝÄÌÄÁÉÓ ÌÉÈÉÈÄÁÉÓ ÓÀ×ÖÞÅÄËÉ;
Å) ÂÀÍÌÝáÀÃÄÁËÉÓ ÓÀáÄËÉ, ÂÅÀÒÉ ÃÀ ÌÉÓÀÌÀÒÈÉ, ÌÉÓ ÌÉÄÒ ÂÀÍÝáÀÃÄÁÉÓ ÌÉÆÄÆÉ;
Æ) ÂÀÝÄÌÖËÉ ÌÏßÌÏÁÉÓ ÓÄÒÉÀ ÃÀ ÍÏÌÄÒÉ.
ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ÒÏÝÀ ÁÀÅÛÅÉ ÛÄÄÞÉÍÄÁÀ ÃÀÖØÏÒßÉÍÄÁÄË ÃÄÃÀÓ, ÈÖ ÀÒ ÀÒÓÄÁÏÁÓ ÌÛÏÁÄËÈÀ ÄÒÈÏÁËÉÅÉ ÂÀÍÝáÀÃÄÁÀ ÀÍ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÓ ÂÀÃÀßÚÅÄÔÉËÄÁÀ ÌÀÌÏÁÉÓ ÃÀÃÂÄÍÉÓ ÛÄÓÀáÄÁ, ÁÀÅÛÅÉÓ ÌÀÌÉÓ ÂÅÀÒÀà ÜÀÉßÄÒÄÁÀ ÃÄÃÉÓ ÂÅÀÒÉ, áÏËÏ ÁÀÅÛÅÉÓ ÌÀÌÉÓ ÓÀáÄËÉ ÜÀÉßÄÒÄÁÀ ÃÄÃÉÓ ÌÉÈÉÈÄÁÉÈ.
2011 წლის 20 დეკემბრის სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, . თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება.
სასამართლო განმარტავს: საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 ნაწილი და
2011 წლის 20 დეკემბრის სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილი სამართლებრივად ერთი და იგივე საკითხს არეგულირებს - აქტის ჩანაწერს ისეთ ვითარებაში, როდესაც ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსადმი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში ი-------–ის განცხადებით და ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი იქნა შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის გრაფიდან ,,გი----------------–---–ის" მონაცემის ამოღება და მამის გრაფის დატოვება ჩანაწერის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება გამოცემული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე - ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია შესაბამისი მტკიცებულებებით და არ დაუდგენია დაბადების აქტის ჩანაწერში მამად მითითებული გი----------------–---–ის პიროვნების არსებობის ან არარსებობის შესახებ, არ მოუძიებია და არ დაუდგენია გი----------------–---–ის პერსონალური მონაცემების, სხვა ინფორმაციის არსებობა-არარსებობის შესახებ, არ გამოუკვლევია ის გარემოება, ხომ არ სარგებლობდა ი-------–ი მარტოხელა დედის სტატუსით. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ დაბადების აქტის ჩანაწერზე. აღნიშნული გარემოებები საფუძველს მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ შეეჯერებინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, და სამართლებრივად სწორად შეეფასებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა გაცხადების განხილვას და განცხადება განიხილა როგორც სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული შესწორების მოთხოვნად, მაშინ, როდესაც განმცხადებლის იურიდიული ინტერესი და მოთხოვნა არსით მიმართული იყო 2007 წლის 09 მარტის მდგომარეობით მოქმედი კანონის და დღეს მოქმედი კანონმდებლობის რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანის გზით დაბადების აქტის ჩანაწერში მამის გრაფიდან ,,გი----------------–---–ის" მონაცემის ამოღებასა და მამის გრაფის დატოვებაზე ჩანაწერის გარეშე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც დაინტერესებულ პირთა დასწრების გარეშე იქნა განხილული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის ფარგლებში, არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ასევე დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ვ-----------------–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს თე-–--ის სამსახურის მიერ არ იქნა დაშვებული შეცდომა და შესაბამისად, არ არსებოდა დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს ზემოთმითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და იმსჯელოს იმის შესახებ, მოცემული გარემოებები იძლევა თუ არა დაბადების აქტის ჩანაწერში მამის გრაფიდან ,,გი----------------–---–ის" მონაცემის ამოღებასა და მამის გრაფის ჩანაწერის გარეშე დატოვების შესაძლებლობას,სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასებისშედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: 1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; 2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას''.საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო დაადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“
განსახილველ შემთხვევში სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც თავის მხრივ არ გამოიწვევს პირის კანონიერ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
6.3. მოსარჩელის ერთერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2----–-–------------ს დაბადებული ვ-----------------–---–ის , პ.ნ 2----------, 20---–-–--------------ს დაბადების აქტის ჩანაწერიდან N------- ამოღებული იქნას მამის მონაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკიტხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წეით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამიტომ ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ : ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N----------- გადაწყვეტილება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება და მოპასუხე სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თე-–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება
განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ი-------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–------------------------–-–-----------------------------------------ოს 2017 წლის 15 სექტემბრის N 01/247184/გ გადაწყვეტილება სრულად მისი გამოცემის მომენტიდან.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რის 2017 წლის 10 აგვისტოს N029117005870 გადაწყვეტილება და მოპასუხე ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი .
მოპასუხეებს - ს----------–-----------–------------------------–-–-----------------------------------------ოს და ს----------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------------–-------------–-------------------------რს თანაბრად დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელე ი-------–ის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თე-–--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. თე-–--ი, აღმაშენებლის ქ. N41) .
მოსამართლე თ-------------ე