1. პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს პირადი ნომრის მინიჭების გარეშე.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. პირადი ნომრის მინიჭება 1. პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. 2. პირს პირადი ნომერი ენიჭება დაბადების რეგისტრაციისას და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო დაწესებულებამ დაბადების რეგისტრაცია შეიძლება განახორციელოდეს პირადი ნომრის მინიჭების გარეშე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-122(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
…მეცამეტე თავში აღნიშნულია:,,18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი“. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა (,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მის შესაბამისად გამოცემული,,წესი“) ბლანკეტურად კრძალავს ადამიანისათვის დაბადებისას…
საქმე №ას-1142-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
…ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა. ნ) მისამართი. ო) რეგისტრაციის თარიღი (იხ. სუსგ №ბს-1073-1067 ( კ-17), 19 აპრილი, 2018 წელი). 111. „ სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის…
…თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულია „პირადი ნომრის“ ცნება. კერძოდ, პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა…
1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; -,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის, 58-ე, 55-ე, 61-ე მუხლები; -,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვეციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება…