„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება);“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ან ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები საკონსულო თანამდებობის პირისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკონსულო დაწესებულების დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლები, მათი განხორციელების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
3. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.“.
4. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს პირადი ნომრის მინიჭების გარეშე.“.
5. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
6. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. 2014 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული სახელის შეცვლა არ ზღუდავს ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის სახელის შეცვლის უფლებას.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან.
ქუთაისი, 29 მაისი 2014 წ. N2482-IIს |