„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“ ან „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“.
4. 221 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.“.
5. 381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 381. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის ლეგალიზაცია
1. 2015 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ექვემდებარება ლეგალიზაციას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. 2015 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე კომპენსაციის ზედმეტად (არასწორად) გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი/შეტანილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 3 ივლისი 2015 წ. N3894-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
- მუხლი 6. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება
- მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი
- მუხლი 221. ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება
- მუხლი 381. ზედმეტად გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3894-რს. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.05.001.017814.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3894-რს, 03.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.017814 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2900560/