„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე;“.
2. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;“.
3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირება, აგეგმვა/აზომვა და ნატურაში გადატანა“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვას/აზომვას და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი ან საკითხის ინიციატორი.“;
გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე;“.
5. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
ქუთაისი, 3 ივნისი 2016 წ. N5156-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
- მუხლი 8. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირება, აგეგმვა/აზომვა და ნატურაში გადატანა
- მუხლი 18. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5156-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.05.001.018140.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5156-რს, 03.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.018140 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3301771/