„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№85-Iმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.102403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი; “.

2. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციო იარაღად მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას (შემდგომ − ფედერაცია) ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) (შემდგომ − სპორტული ორგანიზაცია) − სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.“.

5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№85-Iმს-XIმპ


რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

იარაღის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2024.
როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №85-Iმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.05.001.102403.
რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №85-Iმს-XIმპ, 12.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.102403 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6366356/