„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5455-IIს
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.018193
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომ – მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოძალადეს დამცავი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“.

3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;“.

5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა შეიტანოს ცვლილება „ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №240 დადგენილებაში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5455-IIს