„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1385-რს
სარეგისტრაციო კოდი
280070000.05.001.017170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ქალაქების ნუსხას, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რომელიც დაწესებულია მოქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.“.

     2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

     3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ომის ვეტერანთა ჰოსპიტლების დახურვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

    4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 20. ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ  ანაზღაურება 

   ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (საბიუჯეტოს გარდა) სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ ანაზღაურებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    5. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. სამკერდე ნიშნის დებულებასა და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

    6. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

    2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1385-რს