„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№764-IIს
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.018442
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომ – მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N764-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

იარაღის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №764-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.05.001.018442.
რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №764-IIს, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.018442 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3663483/