„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- იარაღის შესახებ 08.05.2003
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები:
„ნ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა − ელექტრონული მუხტის მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ნ2) თევზჭერის ელექტროიარაღი − ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპია ელექტროდენით წყლის ცოცხალი ორგანიზმების მოზიდვა ან/და მათი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ან/და მათი დახოცვა;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა;“.
3. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება;
კ) თევზჭერის ელექტროიარაღი.“.
4. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი ან/და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4304-XIVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4304-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.05.001.102301.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4304-XIVმს-Xმპ, 27.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.102301 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6202840/