„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1968-IIს
სარეგისტრაციო კოდი
170000000.05.001.017332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 431 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 431. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაური

ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობის გადახდევინების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.“.

3. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არ აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თავად ისინი ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.“.

4. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები, რეგისტრაციაში ტარდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.“.

5. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:            

ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1968-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

ნოტარიატის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2014.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1968-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 170000000.05.001.017332.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1968-IIს, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.017332 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2240522/