1. სპორტული იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:

ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:

ა.ა) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;

ა.ბ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

გ) სპორტული პნევმატური იარაღი:

გ.ა) სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი;

გ.ბ) სპორტული გრძელი პნევმატური იარაღი.

2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3876 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №85 - ვებგვერდი, 28.12.2024