1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, საამისოდ მოწყობილ სათავსოებში.

2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე  იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.