2. ფიზიკური პირების იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასატანად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის და საბრძოლო მასალის მიტანას და გაცემას ახორციელებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, რომელიც საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ ინიშნება ფრენის პერიოდში იარაღის შენახვისა და დანიშნულების ადგილის აეროპორტში მიტანისათვის პასუხისმგებელ პირად.
3. გადასაზიდად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, გამგზავრების ადგილის აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) ბორტზე იარაღის მიტანას და დანიშნულების ადგილის აეროპორტში იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემას ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლებ